შენ მეკითხები..
შენ მეკითხები: რას ვაპირებ აწი და აწი! რას შეიძლება აპირებდეს ჩემი ხნის კაცი?! ვაპირებ იმას, რაშიც შაურს არავინ გიხდის: კოხტად, ლამაზად დაბერებას, ლამაზად _ სიკვდილს! შენ რა, საერთოდ მეკითხები, გავიგო ასე, თუ ყოველდღიურს?! რას ვაპირებ, დავუშვათ, ხვალ-ზეგ?! თუ აგრეა და, ჩაკარებას ველი დეკემბრის, თოვლი მიყვარს და ჩამოთოვოს მთები ეგების... ველი ფანჯრების ამოგმანვას... თოვლით და ჭირხლით, _ განვაგრძო ჩემი მოწყენილი `ოთახის ციკლი!~
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი