კაცური კაცის ცხოვრება..
კაცური კაცის ცხოვრება, _ გზა, წიგნი სისხლით ნაფერი, _ ხელახლა აიწონება, ხელახლა _ სუყველაფერი! მედროვის ყალბი დიდება, _ მკვახედ და მკუხედ ნამღერი, _ ხელახლა გაიჩითება, _ ხელახლა სუყველაფერი! გაზაფხულს წყალი დიდდება _ იქნება მწუთხე ნაპირი! იქნება ჯვარცმა, კირთება _ ხელახლა წაიკითხება, ხელახლა _ სუყველაფერი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი