ორღობის თოვლში ..
ორღობის თოვლში კაცები დგანან _ ჰკვნესენ, კასპისას კლდეს გასცქერიან, `ვეფხისტყაოსნის~ სამებას ჰგვანან _ თოვს და სამშობლოს ზამთარს შვენიან... არც ნამეტნავად მთვრალები ჩანან, არც მთლად ფხიზლებში სწერიან... `საქართველოო, ლამაზო~... _ ჩემი დაიას ლექსსა მღერიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი