გოგონა კითხულობდა..
გოგონა კითხულობდა ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა... უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით,_ ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა... გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა,_ ანდაზად თვალი ჰკიდა საყვარლად ჭაღარას... პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა - გისმენო, შვილო შემო, და თავი დახარა... გოგონა კითხულობდა ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ის აღარ მალავდა, უფსკრულებს დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა... სული, მომწყვდეული იმ ხორცის დილეგში, თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო; იცოდა გოგონამ_ რაც იყო იმ ლექსში და ისიც იცოდა _ ლექსში რაც არ იყო... ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდრა, ის – სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული, იყო _ რა დიდი და იყო _ რა პატარა! და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი