გზას მოსდევს პოეტი..
გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით, მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით _ არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობით, კაცისგან, ბალღისაგან, ხალხისგან გაგებით! დროთ უფსკრულებს გადავყურებ სამშვიდობოს მდგომარი_ ვხედავ: მოკლე გაზაფხულებს სცვლიან_შემოდგომანი... სიკვდილის გზა ცისფერია ჰკვდები ხმალმოღერებით_ იმპერიებს იგერიებ სისხლის წამოხველებით ფეხზე დგახარ,გცემს ზურგ_ქარი... მაშ,წინ! წინ და ზემოთ! დათვი მჭლე და შენ მსუქანი დათვი მჭლე და შენ მსუქანი. საქართველოვ ჩემო!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი