ამ ბრიყვს ჰგონია ...
ამ ბრიყვს ჰგონია ჩემთვის ვაშენებ! „სახლს იშენებსო!“ ან ეშლებათ, ანდა სტყუიან! მე შენ წაგიყვან და საძვალე გორმახს გაჩვენებ, სადაც... ცაცხვები ბზუიან... ახლაც არ გჯერა?! ახლაც არ გჯერა?! აქვთ ამათ რამე?! ნივთიერი რაიმე წაჰყვათ?! შეუჭამიათ ქარებს, თოვლებს, წვიმებს წარწერა - ღირს მოწყენილი კორდი ესე დროდადრო ნახვად! 2 სხვისას, მშვენიერს, უგუნური შეჰყურებს წყენით! სხვისას, მშვენიერს, პოეზია ჩანგით ხვდებოდა... მიინგრ-მოინგრნენ შენ-ჩემობით სატახტოთ ბჭენი, სხვისის სახვეჭად და სარბევად სპა იყრებოდა... და მაინც იტყვის მიუდგომლად პოეტი ბრძენი: რომ არ რქმეოდათ სახლებს, ტაძრებს „ჩემი“ და „შენი“, რომ არ რქმეოდათ აზრებს, ლაშქრებს „ჩემი“ და „შენი“, არ იქნებოდა არაფერი კეთილად მშვენი - არაფერი, არაფერი არ იქნებოდა... 3 არც ეს ხეხილი - ჩემი ხელით კორდზე ჩაყრილი, არც ეს ქვიტკირი (ჩემსას ამბობ!) ჩემი არ არის! ხვალ სხვა გაჩნდება, სხვას დარჩება ჭრელი აპრილი, ხვალ სხვა დაჯდება, სულ სხვა იტყვის ჰარიჰარალეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი