ტარდაგებულს ...
ტარდაგებულს ყიდულობს გლეხი ცელს და ნაჯახს, პურს ქარხნისას ჰყიდულობს, ცოტას კიდეც დიდგულობს, კიდეც თვალებს ქაჩავს. შაქარს წყალში აზავებს, სვამს ქიმიურ მაჭარს, სვამს და კიდეც გაძალებს- შხამს გაძალებს საზარელს- შაქარ-წყალს და ჭაჭას. გლოლას - ხარი დათვლილა. სორს- საერთოდ არ ჩანს; სოფლის დღეები დათვლილა, უღელი არ გათლილა ტაბიკი არ გათლილა ოც წელიწადს რაჭას... ... მეზვრევ, მეხრევ, მყნობელო. დრო დაგჭყივის ,,ჰაიტ!,, მარჩენალო ყოფილო აწ დავგარჩენ რაით?! საით,საით,სოფელო, საით,საით,მშობელო, თუ კაცი ხარ, საით?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი