ვინც გინდა იყოს ..
ვინც გინდა იყოს, კიდევაც რომ რუსეთი სძულდეს, ვერ გეტყვი რად და დამარცხება რუსეთის სურდეს. იყოს, ვთქვათ, თურქი, გერმანელი, ჩინელი, ფრანგი - ჩამოთვლა მათი არ არისო, შენ ამბობ, კარგი - ჰო, კი, ბატონო! ჩახედული საქმეში თუა, აზროვნებს თუკი, თუ აქვს გული და თუ აქვს ჭკუა, არ შეიძლება, არ იქნება, პატივი არ სცეს დღეს მეცხრამეტე საუკუნის რუსეთის კაცებს!.. კი, შესაძლოა, - ძლიერება რუსეთის გშურდეს, მაგრამ რა პირით, რა ნამუსით პუშკინი გძულდეს?! კი, გძულდეს ერი - ზოგი თხისკენ და მგლისკენ ზოგი - თქვი, არ გიყვარდეს რა მიზეზით, სიტყვაზე, ბლოკი?! ან დოსტიევსკი, - ძე-კაცისას რომელიც ხედავს სულის უფსკრულებს, და კაცთათვის კურცხალი სწვეთავს?! მეხრამეტედან მეოცეში გამოსცემს ექოს მათრახი ვისიც - რა მინდაო, რას ეტყვი ჩეხოვს?! და ლომისთავა მაგ ტოლსტოის რას ეტყვი ბოლოს, რომლის უმაღლეს, სადღაც იქვე, უფალი ცხოვრობს?! მაინც, რა იყო საუკუნე უცებ ცხრამეტი - გამოუყვანა რანაირი რუსეთს ამინდი, რომ იშვნენ კაცნი მის წიაღში დიდთაგან დიდნი. საკაცობრიოდ ქმნილებანი დააწყვეს მკვიდრნი! იმ მეცხრამეტემ - და მეოცეც სთთვალავშია - ტყაპუჭიანი ეს რუსეთი ხალხად აქცია... მე უცხო ეტლში ვერ იტყვი, რომ ოდესმე ვმჯდარვარ. არამც და არამც შენც იცი, რომ მედროვე არ ვარ. და მეტიც - ის ვარ, ვინც შენსავით ცის გახსნას ელის. მწამს ჩემი ჯიშის, ჩემი სისხლის და ჩემი გენის. და მაინც გეტყვი: რწმენა ჩვენი - დია კარგია. ბრმა სიძულვილი - ვერაფერი იარაღია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი