მიყვარს ქართულად ..
მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად ვმღერი ქართულად მადლობა ღმერთს ნება დართულად. შანსი მქონია არ მომირთხამს ფეხი თათრულად, ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს, ეგეც ქართულად. და კი ბატონო თარგმნეთ რუსულად თარგმნეთ სპარსულად მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს მე მწამს, მე ვწერ ქართულად მე ყოვლად ქართველს ყოველივე მიყვარს ქართული ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი