უპირველესად ..
უპირველესად ვაღმერთებ ქართველს, მას მერე _ ვისიც რამდენად მმართებს: ქურთსა და სომეხს, რუსსა და თათარს _ ამის უფლებას მე ვინ წამართმევს! სად ყოვლიარი გადატრუსულა და რუხი ჩაგრავს მხიარულ ფერებს, _ გრუზინ? _ თათარი მკითხავს რუსულად და მიმასწავლის საკურდღლე სერებს. წყვილ ვაზნას მივცემ ჩემს ახალ ყონაღს _ `ფეშქეშ~: _ და თვალებს მიშტერებს ნდობით. დატოვებს ცხვარს და გადვივლით გორმახს, ავახმაურებ სამშობლოს თოფით... მინდა, ეს ლელი ლერწმად გავთალო, სალამურსავით ჩავბერო ყელში... `ხოშ გელდი!” ძმა ხარ, ჩემო თათარო! ერთ ბედქვეშა ვართ აზიის ტყეში!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი