დიდებულად წვიმს, დიდებულად - თოვს ..
დიდებულად წვიმს, დიდებულად - თოვს, დიდებულად ქრის ქარი ქარაშოტი... არ დაგცდეს საყვედური წვიმაზე, ქარზე - არ თქვა წუთისოფლის აუგი არასოდეს! საზიზღრად იწვიმებს, საზიზღრად ითოვებს, საზიზღრად იქროლებს ქარი ქარაშოტი, ჩვენ რომ დავიღლებით, ჩვენ რომ არ ვიქნებით და სხვა რომ იქნება - მკერდზე ყაყაჩოთი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი