ორმოცდაათის მერე ..
ორმოცდაათის მერე ვატყობ, ადვილად ვთვრები. ვწუხვარ, გულს ვეღარ მტკენენ ჩემი პატარა მტრები. ხომ ისევ იმას წერენ, ვლიან იმავე გზებით - ორმოცდაათის მერე შემწყნარებელი ვხდები. დრო ჰქრის როგორღაც სწაფად, ვატყობ, დამოკლდნენ წლები... ეს სიბერეა, ალბათ! ვხვდები, ძამიკო, ვხვდები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი