წავედი - თორმეტს ..
წავედი - თორმეტს (იანვარი მოაფენს თოვლებს...), იყო - დეკემბერი, ჩამოვედი - იანვრის თორმეტს. არის ბიჭვინთა! კოკტებელი - თავის ყირიმში! სად, სად, თუ ძმა ხარ! - სხვაგან არსად არის თბილისი! ათბობენ - ცუდად! ლენა ჰქარგავს! ფიქრია ჰკერავს! ვარ გასუსული - ჯოგს მდედრისას ვიგონებ ქერას... არაფერი სჯობს, თუ კაცი ხარ, საკუთარ კერას! საკუთარ - ბუნაგს! საკუთარ - ცოლს! საკუთარ - ენას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი