სამშობლო
ჯიხვი-ქარაფზე ხტის, ბუზს არ აიფრენთ, ქედებო! კავკასით პონტის პირს ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო! მე რომ სიკვდილი მჭირს, ხომ შენგნით, ჩემო ედემო?! ამბავს წაუღებთ ვის, თქვენ, ფრინველებო ღვთის- წითელ-ფეხება მტრედებო?! ლხინში-ავხირდები, ჩრდილში დაგიდგები ჩემთვის ვაჩხაკუნებ ფანდურს, სანატრელო; ჭირში დაგიტკბები, ბევრს არ დაგპირდები: ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი