საღამო
მდინარეში მტირალი საღამო იცქირება, მზე ჩადის და მდინარის სარკეში იძირება. მთები, ზღვები, ღრეები, წუთისოფლის თანახმად გახარჯულ დღეები - ყველაფერი თავდაღმა. გკოცნი მშობელს შობილი, მზე წყალში გახლართულა, აგე, კლდიდან სოფელი აარგვში ჩახატულა. მქონდა სალაპარაკო, ვერ კი გითხარ რიდობით; გამარჯობა, არაგვო, და კიდევაც მშვიდობით! ჩემი ზვრები გადახმა, სხვისმა ძეძვმაც იხარა, საქართველოვ, კოხტა ბიჭო, მე ვარ შენი წიქარა! მზე ჩადის და მდინარის სარკეში იძირება. მდინარეში მტირალი საღამო იცქირება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი