ნოემბრის ...
ნოემბრის ცხრაა, უკვე ცხრაც მიდის, კი, ათი ჰქვია ფეხადგმულ ხვალეს; ვხედავ მთაწმინდას, ვხედავ მთაწმინდის გაცრეცილ მთვარეს... ავადმყოფ ღვინოს, უკვე დაწმენდილს, (მარტოდმარტო ვარ) ჯერ ისევ მწარეს ვსვამ, კრულვას ვუთვლი ლაჩარს წარწმედილს და... ვადღეგრძელებ სამშობლო მხარეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი