ნადირობისას
ნადირობისას რტო შეუფრთხო, ეგონა, არჩვმა და რას, თუ მეტყვი, რას მოკლავდა?! - შვილი მოკლა ბედკრულმა კაცმა... მკრეხელობაა, რა თქმა უნდა, ამაზე წერა, მაგრამ ის კაცი ა, აგერ მყავს, ერთად ვსვამთ - გჯერა?! ხუთი წლის თავზეც თვალში მსხვილი კურცხალი უდგას, ეგ - მართალია! მაგრამ რა ჰქნას?! არსებობს! სუნთქავს!.. არის სირეგვნე, - კაცმა ახლა რაიმე ჰკითხოს, ან ანუგეშოს! და შენც კურცხალს ვერც ხედავ თითქოს... ოღონდ ეს არის, დაუნდობლად მკაცრი და ბასრი, გამზადებული საკითხავად ფუთფუთებს აზრი: „ჰოი, საბრალოვ, რით, რა ძალით დღეებს შეები?! რა ძალით ბუნვენ მოწამლული შენი დღეები?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი