ყველას! ყველას! ყველას!
ქართლ-კახეთად, იმერეთად, სამეგრელოდ, გურიად, ვისაც ჩვენი გაყოფა და გათიშვა სწყურია, ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე, ამიტომაც, სადაც წავწვდი, ერთიანად მოვთხარე... მიყვარს - მტკვარი, მიყვარს - ქსანი, ტეხურა და ენგური! მიყვარს - „ლილე“, მიყვარს - „ლალე“, მიყვარს - „ჩელა“ მეგრული... მაგრამ ყველას მირჩევნია ერთ დიდ მუშტად შეკრული, რა თქმა უნდა, საქართველო - ვიყოთ მისი ერთგული! დღეგრძელ იყოს, საქართველოვ, შენი მზე და შენი ცა მრავალ ათს, მრავალ ათას, მრავალ ათას წელიწადს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი