ფლოსტებში ფეხი ...
ფლოსტებში ფეხი წაჰყო, ხელ-პირი დაიბანა, დღის ჩამოირეცხა ჭვარტლი და ტალახი, ივახშმა ჰაიჰარად, საძილედ ემზადება დაღლილი ქალაქი. წყნეთიდან დავყურებ სკას მილიონიანს - ვარსკვლავთა მდინარეს ხვალის დღე მოჰყავის - ყურს ვუგდებ ქალაქის წრიალს და ბორიალს, ყურს ვუგდებ ქალაქის ფშვინვას და ოხვრას. ათასი საწუხარი რჩება უთქმელივით, ათასი საფიქრალი არ თქვა რომ არ აქვს - სძინავს კურდღელივით, უჭირს დაძინება მშობლიურ ქალაქს. ფიქრისგან ამაოდ ლამობს თავდაღწევას, ფიქრობს, - არ იფიქროს ამაღამ ამაზე... ფიქრს რომ შესძლებოდა რაიმედ გადაქცევა, კვამლი დადგებოდა ქალაქის თავზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი