მე თუ ...


მე თუ მკითხეს,
შენ თუ გკითხეს, ჩვენ თუ
გვკითხეს,
გვყავს ვინ, გვყავს ვინ, სხვა
უმეტეს ღირსეული!
აქ პონტისპირ, აქ გრანიტში
უნდა იდგეს
აზიიდან ევროპისკენ
მიქცეული!
იდგეს ბოსფორს და
დარდანელს გაჰყურებდეს,
არც ბრძენ-კაცად, არც
ცხენ-კაცად დაშტამპული,
რაღაც სულ სხვა, ახალ
დღეებს მსახურებდეს,
უსაშველოდ დიადი და
მასშტაბური!
ხოლო ზღვაში ხომალდები
ირწეოდეს
და ხმამაღლა და აშკარად,
დღისით, მზისით
საქართველო მისი ნახვით
იწყებოდეს
იწყებოდეს საქართველო
მხოლოდ მისით!
და ჰყვაოდეს პონტისპირად
ბაღი ვარდთა
და ჰყვებოდეს უცხო გემზე
ზღვაოსანი:
ეს არისო ამ პატარა ხალხის
პაპა,
ეს არისო დავით-მეფე
საოცარი…
დანარჩენი სხვამ თქვას და გაიხსენოს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი