ნიკოლოზ ბარათაშვილს
დიდო პოეტო, ივერიის ღვიძლო გენიავ! როგორ გსუსხავდა წარსულ დროთა ყინვა და თოშ, როცა მთაწმინდას ვუმზერ ხოლმე, ასე მგონია: შენი ძეგლია აღმართული საქართველოში. როცა გავცქერი მტკვრის ტალღების შეწყობილ დენას, ვფიქრობ, ჟამს მოაქვს შენი მწველი ხელთნაწერები. ასი წლის წინათ რა იცოდა მოხუცმა დედამ, თ სამშბლოში იხარებენ შთენილი ძვლები. ალბათ, მერანმა ფრთები გაჰკრა მარადისობას, რომ ვარსკვლავები ცაში გაჩნდნენ ნაპერწკლებივით, ირმის ნახტომი გაბნეული ღამის ნისლებზე, თითქოს ბუღია ავარდნილი ღამის ჭენებით. შენი ხსენება ყველა კაცის გულს დაერევა, უკვდავებისკენ გაფრენილო ბედნიერებავ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი