როცა ვიღვიძებ ..


როცა ვიღვიძებ ღამე დაღვრილ გარეჯის ცრემლებს,
ძაღვებში სისხლი მეყინება, სისხლი მიშრება,
_ რა დაგიშავეს? _ შემოვარდნილ ვერაგ სპარსელებს
ექვსი ათასი საუკუნე შეეკითხება.

გადაკაფული უამრავი სანთლების ცეცხლი
კვმლივით დადგა მიუწვდომელ ზეცის ბოლოში...
იმ მინასტერზე იყო თურმე ბუდე მერცხლების,
მას აქეთ აღარ მოფრენილან საქართველოში.

სისხლის თქრიალი მატიანეს ფურცლებს გადარევს,
სისხლის მირევში ქართლის რისხვა ამოინთხევა,
_ რა დაგიშავეთ? რას გვერჩოდით? _ ირანელ ნადირს
ექვსი ათასი ბერის ლანდი შეეკითხება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი