აგარაკი


ბებერი ლოდი მიწას ჩასცქერის,
ხივის მდინარე, საღამოდება.
კაცივით მღერის გამსკდარი ქვევრი
და თან ყვავილებს გააქვთ გოდება.

ერთხელაც ჯოხით, ხევში დავძრწივარ,
გეზათ ვუყურებ შვლის ხალა იებს,
შეაღებ კარებს, დაგავიწყდები
და ჟრუანტელი ბოლოს მომიღებს.

მუხლი არ მერჩის, გულიც იღლება,
რათ შევეშალე, ნეტა, ჩემს სწორებს?!
ალბათ ავდრებიც თან წაიღებენ
საუკუნეთა ხშირ კენწეროებს.

ჩემი ცხედარი, მე რო მენახა,
მყის შესწყდებოდა გლოვა, დიდება!
როცა უკუნი გააღებს ხახას,
ის ღმერთებს იქეთ გადაფრინდება.

ციცინათელა დასდევს ტყის ჭინკას,
ნაკადულს ფერავს სიოს არაკი.
ჭოტის კივილზე ვერხვი კანკალებს
და მისცემია ძილს აგარაკი.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი