ალიონამდე


მახსოვს ძახილი, გზების, ყვირილი,
სად მიხვალ, სადა, შეინთე კვარი.
მე მივდიოდი გულშემოყრილი
და ქადაგივით ყვიროდა ქარი.

ცის გუმბათებზედ ქარებს სციოდათ,
და დასაბამი ღრუბლებს ეფარა.
სად ჰქონდა იმას ნეტა ცრემლები,
ვინც თვალებს ძილში გამოეპარა...

რა იქნებოდა, გზა რომ გამეგნო,
მიწაზე მაინც აენთოთ კვარი.
მე ვიყავ ბედით გაოგნებული
და ძვლებში მწარედ მივლიდა ქარი.

სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს.
წუთისოფლის კარგა გაღმით...
ქაოსები გზებს კენკავენ,
ასე ხდება ყოველ ღამით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი