ასეა მარად


...ეგრეა, ეგრე, როცა კვდება ეგ სიყმაწვილე,
სამხართან თითქმის ყველაფერი იწვის და ტყდება.
უცქერი მინდვრებს, ბაღში შეხვალ, ნაირ ყვავილებს
და ეს ოხერი არაფერი არ გენატრება.

რა შეგიძლია, განა მუდამ გიშველის ტვინი,
ან და ანთებულ კანდლების წინ წუწკი ნისნობა?
ეხლა დადიხარ უბან-უბან და ხალხს შესჩივი:
რა ვქნა, მიყვარდა: ლექსი, ცა და მარადისობა.

რა ოხრად გინდა ყველამ შენზე ილაპარაკოს,
გაქონ, გადიდონ, ყველა ბრიყვი მტლადაც დაგედოს,
არ გირჩევნია ისე ჩუმად გადაიკარგო,
რომ შენი ბინა მეეზოვემ ლანძღვით დაკეტოს?

ასეა მარად, როცა ქარი ჩადგება ხოლმე,
დარწეულ ხეებს ფერი დიდხანს არ ემატებათ.
დადიხარ მარტო, იცი ღამეც აღარ გაბრკოლებს
და ხედავ, მაინც არაფერი არ გენატრება.დარდი ბუხართან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი