ბინდი
სამყაროს ბოლოს მზე მოსჩანდა, როგორც წერტილი, და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა, რად სჩანდა ზეცა ღრუბლიანში გადაწეწილი, ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რას დაჰყვებოდა! ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპარა, ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის, საით... ცის ბანს ბინდები ჭერეხივით რაზე ეყარა, ან დედამიწა რად ჩარბოდა მთებში მზესავით... დასაბამიდან გზებს მოსდევდა გულდაწყვეტილი კაცი, რომელიც სინათლეშიც არ ინთებოდა... საწუთროს წვერზე მზე მოსჩანდა, როგორც წერტილი და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი