ბინდი
შებინდდა ირგვლივ, ტყემ ჩაიძინა, ბერმა სენაკში ჩააქრო შუქი, გარეთ, ჯორცხენას რაღაც ეწყინა და აიწყვიტა თოკის ყულუფი. ქარები დასწვდნენ გადაყრილ ვარდებს, ქედმა კი სადღაც შეჰყვირა ლომისს. ხვალ, ალბათ აღარ გაავდარდება - ზეცაზე თეთრი ღრუბლები მოდის.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი