ბოლო


შენც დაეცემი, არმაზის კერპი
კოდმანის კლდეზე დაიწყებს ცეკვას,
ბრგე დარიალთან შედგება თერგი
და შეიტყუებს ძარღვებში ძელქვას.

ტლუ მათხოვარი სასაფლაოზე
შეცეცხლავს ცივი კერძის ნარჩენებს,
ძროხა იბღავლებს სასაკლაოზე,
ყასაბს დასწყევლის და შეაჩვენებს.

არმაზის კერპზე ბავშვს მიაკრავენ,
ასე სწირავდნენ წარსული სრონი,
აქ დარიალთან ჩონგურს უკრავენ,
თუ ვიღაც ცეკვავს რუსულ გარმონით?

აქ პიტიახში ჩამოხსნის მთვარეს,
დაჰკიდებს ზარზმის პიტალო კლდეზედ.
და დარიალთან თერგი მშფოთვარე
შეაჟღარუნებს ელვარე დეზებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი