გალაკტიონ ტაბიძეს
ბალღი ვიყავი, ვკითხულობდი „მერის“ ფრაგმენტებს. ურმით მოგქონდა პოეზიით გავსილი ჭური, ხან კი გხედავდი, ამორძალთა სისხლიან ტუჩებს ეწაფებოდი რაინდივით თვალდახუჭული. მათრახგადაკრულ ცხენებს სადღაც მიაქროლებდი, ტანზე გეხურა წამებული ქრისტეს ჩარსავი, ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა შენი ლექსები, ქვეყანა იდგა და გწყევლიდა უდაბნოსავით. ეგ გული წუხდა ვით სამრეკლო ცის უდაბნოში. რას გააწყობდი, ირგვლივ იდგა სიბნელის თქეში, საშველი არ არს! - მსხვილ ცრემლებით იმდუღრებოდი და „არტისტული ყვავილები“ გეჭირა ხელში. შენ „არტისტული ყვავილები“ გეჭირა ხელში, მე კი სოფელში ტლუ ბიჭივით ვუდექი ხბორებს. ეზიდებოდი ლექსებს მტევნებად პოეზიის დიდ საწნახელში.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი