განკითხვა
ჩემი ცხოვრება ძანძახი იყო, ნოემბრის ჟინჟღლი, დეკემბრის თოში. გავჩნდი განგებ, რომ დავღუპულიყავ ჩემს დედინაცვალ საქართველოში. სად ჩავძაღლდები, აბა ვინ იცის. რა თავში ვიხლი სამითხის კარებს. ქარიშხლებს სადღაც ჩაეცინებათ, უდაბნოს ხვითქში გაზრდილ მასხარებს. ჟამთა სიავეს მგზავრი ასცდება, მოვა, დახედავს მკერდის ნიჟარებს. მიცნობს, შეკრტება, შევეცოდები და ტანში ცივად შაჟრიალებს. წავა და საყრდის წინ დაეცემა, ყველა გამვლელს ნაფიც ჯავარად, და საცოდავი ჩემ ცხოვრებაზე მოჰყვება ტიტინს, როგორც ჯაფარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი