გული და ჯანღები


გინახავთ ყმაწვილი კაცის სახე,
დარდებისაგან დაკორტნილი?
_ ო, როგორ არა! _ ფათფათებდნენ
ცის კაბადონები.

გაიჯახუნებ შუაღამეს ფეხის ბარბაცით,
ნაძვზე კოდალა ამოგიჭრის კუბოს თხელ ფიცარს,
დაჭრილ მტრედივით დაეცემა სველი ბარათი,
თქვენი ჭირიმეთ! გარდაეცით ბედის ნაბიჭვარს.

ჭოტის კივილზე ნანგრევები მორთავენ ლოცვას,
შორს გაჭრილ ზარებს ბნელი ქედი ძლივს დაამშვიდებს
ჩაგეწინდება ძვლებშიდარდი, როგორც ლენცოფა.
და ვიღაც მკვდარის ჩაიცინებს შენს პანაშვიდებს.

ბედქვეშ ეყრება ძირინაყარა ახალგაზრდობა,
ქარების ტევით, სიყმაწივლით გაწამებული.
ყვითელ სფინქსებთამ ყრუთ იალებს უსაზღვროება,
მარადისობის სვეტებემდე ადიდებული.

ქვეყნიერება ჩვენ დგვიგეს კაკანათივით,
ქაოსებს იქთ... კრიჭაშეკრულ სამრკლოებთან.
აღქმული ბილიკებს მივყვებოდით გაბმულ ღაღადით
და წმინდანები მოგვყვებოდნენ საქართველოდან.

ტანში სიცოცხლე დაგვერია ღვინოზე მეტად,
ოქროს ქოჩრება, ერთი შეხე როგორ დავერცხლდით?!
ვეება შარა მოვილიეთ... ჰო, რა ტყუილად _
როგორც დავკნინდით, გაგონილა?! როგორ ჯვარს ვეცვით!

გადავშენდებით... ჩვენ ნაბიჯებს ვინ გამოიკვლევს!
რადენი ღამე ალიონებს იქითა ვჭიმეთ!
ხვრელიში ქარბუქი კიდევ დაჰყრის ონავარ ლეკვებს,
და ეს ლეკვები ჩვენ ვიქნებით! შენი ჭირიმე!

და ისევ ყეფა წუთისოფლის ღია ჭიშკართან,
რომ ლაჟვარდებმა, როგორც წუმპე, კიდევ აგვიშრონ.
ბახის კონცერტი, მილეწილი ღვინის ჭიქებთან.
და ღამეებში ხეტიალი უანგარიშოდ.

ბინდი სამყაროს შიშით რაღას მიეკარება.
დასაბამს იქით მთვარე დაჰყრის სინათლის მორებს.
ბურუსის იქით ჩიტებივით დავიკარგებით!
და ბრუციანი დედამიწა შუქს იმათხოვრებს.

ვინ დაგვინანებს... მხოლოდ ნისლი დაგვაყრის ნაღველს,
მერე ჭრიალით შეეყრება უღან ტყის ფიჭვნარს.
როგორ ვუყვარდით, მეგობარო, ღრუბლნარა ღამეს!
როგორა გრძნობდა ჩემი გული ბედის ნაბიჭვარს!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი