დაუმთავრებელი ბარათი
ვერ აიტანე უკმეხი ბედი - მინანქრებს სადღაც სუსხავდა თრთოლვა, ეხლაც არ მახსოვს, როგორ წავედი, ან გულმა როგორ გამოგიგლოვა. შენ რომ გამშორდი, თხელ ნაფეხურებს დიდხანს უმზერდნენ ხიდან ჩიტები. და კვლავ ბადნიდნენ ჩემ მწუხარებას თოვლი და მკრთალი პანაშვიდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი