ელდა
როგორ მინდოდა ალერსის ნამი, ო, ისე როგორც უყვართ ყვავილებს, როგორ მწყუროდა, რომ ერთხელ მაინც შენც ჩახვეოდი ჩემს სიყმაწვილეს. შენ მიყურებდი ქუშად, უნდობლად, მეწოდა გული ცეცხლით, ვარამით, ბედს ფანჯრის შუქით აღარ უნდოდა! სულ არაფერი, სულ აღარავინ! ილაჯგაწყვეტილ სიცოცხლეს განა კიდევ შეეძლო ვინმესთან მისვლა? შენ ჩემი ცრემლი არ დაგენანა, ცრემლი შენს ახლო დამდგარ ნისლად. დასწყევლოს ღმერთმა, ღამეა გრძელი! იქ მაინც ღვიძავთ ჯიღა ნაპრალებს! შენ ჩემ ლექსებში შიში იგრძენი, შიში, რომელიც ღუპავდა თვალებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი