იქით
დავიღუპები, ჩაყოლილ ხსოვნებს ოდესმე სადმე გაეღვიძებათ. ჩვენ ვისაუბრებთ იმზე დიდხანს, რაც სიცოცხლეში არ შეიძლება. ჩემი ლექსები შენს მწველ უბეში ბეღურებივით იფართხალებენ. და ერთხელ მაინც, ჩემო ნუგეშო, იქ სამარეში გამახარებენ. დამედებიან მკერდზე ღუღუნით, ამოკენკავენ ჩემს გულს, შენს თვალებს, შეესევიან მერე უკუნეთს და უკუნეთიც კი ივალალებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი