კარების გაჯახუნება
ჩემ საკუთარ ჩრდილს წამოვისხამ ზამთრის ღამეში, გამოვალ გარეთ, მყინვარები ლოცვებს მომთხოვენ. ქარი ამიხსნის: როპმ ყვირიან აქ სამარეში, გიჟი ღმერთები დასევიან საწყალ ბეთჰოვენს. გაუხვევ სადღაც, ამერევა გზა და გონება. გული გადმოღვრის თვალებიდან სისხლის სქელ ლავებს. არსად არასდროს მე არავინ არ მეყოლება, და ჩემ მკვდარ სხეულს ჩემი ხელით დავასაფლავებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი