მზრუნველი თვალი


იმას მიხედე მზეო ამაღამ,
ვისაც ყინვებში ჩრდილი ეფარა,
უპატრონობით რო დაიღალა
და თვალებს ძილში გამოეპარა.

ფუტურო ძვლები ტანში უყრია,
სულში ღვიღვდება ქარების თესლი,
იმის ფეხის ხმა, ჭმუნვა, ყვირილი
მხოლოდ გაფრენილ ღამეებს ესმით.

მიხედე, წადით, ოღონდ ამაღამ,
სანამ ღრუბლები გაშლიან კალთებს,
მერე კი თვითონ, თუგინდ დასაბამს
ცრემლების შუქით გადაინათებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი