მთვრალის შეკითხვა
ერეკლე ტატიშვილს ასე გოდება მკათათვის ღამეს კაცი _ ფასკუნჯი თვალებწყეული. გულს აყოლებდა ხანდაზმულ ნაღველს, ისედაც გულში გამომწყვდეული. ღვინო დარდისფრად ეკიდებოდა, ნისლში ბჟუტავდა გზათ ვალალობა, თან გარეთ ნაძვებს ეკითხებოდა, _ გჯერათ თუ არა წარმავლობა!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი