მილულვა
ყოველ ღამე სიზმრებში ვარ, გულს ლოცვებით ვატიალებ. საყდარი სჩანს, ზარებია, და მე ლანდებს დავტრიალებ. ზედაშესთან მზვარა ბღავის, სარეცელზედ ხვნეშის გვამი, ქარის კვალზე დადის ბაღი, ასე ხდება ყოველ ღამით. მაგიდაზე ძევს ლარნაკი, ყვავილებით გაწეწილი. ვიღაც კვდება ლაპარაკით სახე ოდნავ ალეწილი. სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს. წუთისოფლის კარგა გაღმით... ქაოსები გზებს კენკავენ, ასე ხდება ყოველ ღამით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი