მოგონება და სინანული


შენ დამავიწყე, ეხლა კი არა, დიდი ხნის წინათ,
ელდა დაწყვეტილ მოგონებებს გაიხმობს ვიღაც.
ჩარხის წისქვილთან, სარანგივით ილოცებს წვიმა,
დაჭრილმა ლექსმა ჩაიყოლა საფლავში ტყვია.

მოვლენ დრეები, და გაფენენ დაფრხრეწილ ფიქრებს,
გზების მერქანში სიყმაწვილეს, ქცეულს ფუტუროდ,
წეროს ყვირილი ხის ტატნობში დაიფერფლება,
რვალიც გადნება, კაცის თვალმა სულ რომ უყუროს.

გამოქვაბულთან ზარის რეკა დაიგუგუნებს,
ღვთისმშობელს ცაცხვის ქვეშ დარჩება თეთრი ქოშები,
მნათეს ძახილი შემოსწვდება ციხის ქონგურებს,
ბადახინების იცეკვებენ ძირს მარმაშებით.

გული დაგწყდება, მეგობარო, რომ ვერ იხილავ,
შენი ფარეშის ტვინშერყევას - სიბედნიერეს.
გზებზე დავრჩები, როგორც კენტით მოკლული ხალთა,
საკუთარ ძვლებთან ვიკეჭნავებთ ასი წლის მერე.

დედის ვედრება, მაინც გწამდა ნისლივით წმინდა,
შენ ხომ უსმენდი, იმ განგებას უმანკო შვებით,
რა ვუყოთ მერე, ჭირხლი იდგა თუ ძლიერ სწვიმდა,
ბალდახანები რომ ცეკვავდნენ თეთრ მარმაშებით.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი