ნახული


საყდრის გადასწვრივ ჟრიალა ლხინი,
ცეკვა, დავლური, ლეჩაქის ქროლა,
გაღმა კლდეებთან მტკვარის ჭიხვინი,
ღამე ჭალაში ჭინკას ქოქოლა.

მთა მედიდური - მთა დანახვისი,
მაღლა, როგორც ჩემი სამშბლო.
ძია ყაყიტას ღვთისნიერება.
და სინანული სიცოცხლის ბოლოს.

დედის ვედრება ღვთისმშბლის ხატთან,
ლოდინი სადმე შეხვდება მისანს.
ჩამქრალ ვუხართან მძინარე კატა
და საგიჟეთმა დაგვაძმობილა.
და აკვნის რწევა შუაღამისას.

სალამურის ხმა ქვევით - საყდარზე,
ალუბლის წნევით გათუთხნულ ტუცებს.
გოგონას სახელს ჩემს წიგნის ყდაზე.
კაკას ფერდაზედ შემხმარ ალუჩას.

ლამზე ბღლაძუნი, ცურვა - მკლაური.
უზრუნველობა ნატკენ ლავიწებს.
იქნება ხსოვნამ იგემოს წყლული,
მაგრამ იმ დრეებს რა დამავიწყებს..
ჭადრების სტვენა მოლაღურივით
ყაყაჩოებით ანთებულ ველებს.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი