ორი გზა
ძველ მარგილებზე დაფენილ სარეცხს ვიღაც მხატვარი ხარბად ხატავდა... ეს გული იყო სხეულის სარცხი და ყველაფერი როგორ გათავდა. წისქვილს ახლოს დიდი ხართუთა ხარებს აბამდა ჩაშლილ კალოში, ხალხი ოხრობდა და ხარხარებდა, მე კი ვდარდობდი საქართველოში. მონასტრის კართან შეშლილ მოლოზანს ღვინოს ასმევდა მოხუცი ბერი, უღან მტებს იქით გლოვობდა ზარი, გამოქვაბულთან სთვლემდა ნამქერი. გვრიტები წნორზე უკრავდნენ ფანდურს, მოხუცი თელა სალამურს თლიდა, ვერხვი იცვამდა ფეხზე ფანდულებს, ალი დალალებს ისროდა წყლიდან. ბინდა ჰკეცავდა ლურჯ პანაშვილებს, ისმოდამტკვრის მძიმე ქლოშინი, ქარი მართმევდა გზების სიმშვიდეს და კვლავ ვგოდებდი საქართველოში. მწირი მხატვარი ხატავდა პოეტს, ოდნავ ნაღვლიანს, ფიქრებში ჩაფლულს, ვისაც სიცოცხლე მოენატრება, და შეერევა მთებს და გაზაფხულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი