ორნი
საოცარ ღამეს უცნაურ პოეტს მიყვარდა მუდამ სითბო დარდების, ყველა ნაცნობთა გამოტოვება და ბედის ჭირხლში ცქერა ფარდების. დაღალულ სახეს ძველ ვენახიდან შენ აშტერდები ელამ დაისებს. გენატრებოდა კიდევ გენახა, სხივებს კამარა როგორ ჩაისრესს. დგახარ, წარსული შენზე პაექრობს, გულზე ამოგდის ჭმუნვის ბებერა. შენ ის კაცი ხარ, ვისაც არ ეყო გზებმიუვალი ქვეყნიერება. მწუხრის ტრაპეზთან შუბლი გიელავს, ღვთისმშობლის მხრებზე შავი ჩადრია. ბერი მონასტრის ბალახსა სცელავს და დაისები მწკრივად ჩადიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი