პალმებთან
იმღერე კარგო და დამინამე ცხოვრება მუდამ უშინაარსო, იმღერე, სანამ მყუდროა ღამე, სანამ გრიგალებს სძინავთ ძვირფასო. წავიდეთ სადმე, შორს დავესახლოთ, იქნებ ეს ღამე იქ არ მოშავდეს, ლურჯი მინდვრების გაფრენა ვნახოთ, სად ზღვა ტალღებივით სწინწკლავს ლაჟვარდებს. ჩემ ბინის კარებს ვიღაც შეაღებს! მე საქართველო მაინც მემდურის, იმღერე, დროა, პალმა შრიალებს აქლემის ყელზე ღვიძავს ბედუინს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი