უცნაური ხელობა


გათხრილ საფლავთან მესაფლევე გაისეირნებს,
ბედუზრუნველი, მუხანათი, წირპლების რული,
კაცი, რომელიც უცქეროდა ქვეყნის სეირებს,
როგორც ჭინჭარი, როგორც ძეძვი, როგორც ველური.

გაგასვენებენ საძმე ურმებით, ფოთოლშემოყრილს,
ნიშახარები დაფრთხებიან მონასტრის ზევით.
ქანდაკებები ნაძვებიდან დაიყვირებენ
და კრუხებივით დაფრთხებიან ციდან მზეები.

ჩამობნელდება... მტირალ წნორებს წაუვათ გული
უკვდავებაა, სიცოცხლეზე რომ ისეირებს.
და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებული
სასაფლაოზე პურის ჭამით გაისერნიებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი