ფერფლი


სიცოცხლე ტანზედ დაიკლაკნება,
ამოვა ქარი და დაბინდდება,
ღამე კაკლიდან ჭოტის კივილი
ჩემს მიწურ ბანზე გადმოფრინდება.

და დასრულდება უცნაურობით
პოეტის ღელვა და სიყვარული,
ბაღები, კალო, საძნე ურმები
ჩვილ მოგონებას მძიმედ ჩაუვლის.

ცაცხვების შრიალს, ჩვენ ხშირ სამყოფელს,
მივლენ ყვავები და დასცინებენ.
მე საქართველოს წყნარი სოფლები
ძაღლების ყეფით გამაცილებენ.

შორს მგზავრს ტირილიც კი მობეზრდება,
ჩრდილს ჩაიხურავს, ჯირკვთან მიწვება,
როცა მორთავენ ჭმუნვას ზარები,
იმღერებს კიდევ და, ჩაიწვება...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი