ჩემი პორტრეტი
ნამტირალევი მოვდივარ დღესაც, სადაც არ მივალ, ყველგან ღამეა: ნეტავ ჩემ გულში ჩამოგახედათ, რამდენი კვნესა და ვარამია. ბოღმა კვამლივით მედება ყელზედ, ირგვლივ რიყეა, უდაბნოს ქვები. ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები. სადრაც კაიფობს მთავრის ბულული _ შუქი დამეძებს, უნდა, რომ სწუხდეს, თითქოს მე ვიყვე გამოქვაბული და ჩემ ქვეშ სისხლის მდინარე ჰქუხდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი