ჩემი სიზმარი
წუხელის შენი სიზმარი ვნახე, ხშირი ბაღები, ბოდვა მგოსნების, გადაბურული პალმებით ღამე და ოდნავ სველი კვიპაროსები. რომ დაგეძებდი, ფოთლები მიხვდნენ, მითხრეს: ვარდებმა კოცნით დაღალეს ძლივს ჩაიძინა... მტრედებიც დასხდნენ და ნისკარტები ფრთებში დამალეს. გულხელდაკრეფილ ძეგლებს ეღვიძათ... წარწერებს შლიდა შადრევნის ცვარი. ხეებს სიბნელე ძლივსღა ეჭირათ. ჰქუხდა ჩანჩქერი - ბაღების ზარი. გათენდა უცბად... ამწვანდა არე, აგრილდა, ყველგან გაჩნდნენ ჩრდილები, მე ვნახე: შენი სიზმრების ღამე და, რო გივლია, ის ადგილები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი