ძალო ეკატერინეს
მახსოვს, შენ გზას გასცქეროდი, მელოდებოდი, კაკლის რტოები ჩრდილსა ყრიდნენ ღობის ნაპირას. ჩემი ცხოვრება გულზე გაწვა შავი ლოდივით, მუდამ მეძახდი, ჩემო კარგო, ცისმარე დილას. მე არ ვიცნობდი დედის ალერსს, მაგრემ შენს ზრუნვას ხომ დავზმუოდი, ჩემო ძალო, როგორც მოზვერი. ქარი ცეკვავადა დიდ ვერხვების უზუნდარაზე და დანახვისი იდგა, როგორც ძველი საბძელი. მე მახსოვს შენი სიმღერბის,,შუშის ფარნებით” ალალი გულის კიაფობა თვალის სარკმელში. ტანის ბოლოზე მტრედის დარად გაშლილი ფრთები და ზედარუსთან თელა გაჩრილ კლდეში. როგორ ნაღვლობდი როცა ავცდი გზას და ქვეყანას, როცა სარდაფებს მივაშურე ბედის ურგებმა. მითვლიდი, ბიჭო! მაგ ღვთის ცეცხლში რაზე ყაყანებ, ნუთუ სიმშვიდე დაგავიწყეს საძნე ურნებმა? მოშორდი ქალაქს და მიხედე შენს კარმიდამოს. დარგავ ყვავილებს, ამყნი თუთას, ან უსურვაზებს, შემოუკვართავ ძველი სახლის ფუტურო ბოძებს, და შენ სიცოცხლეს ოდნავ მაინც გაალამეზებ. არ დაგიჯერე, თანაწყვეტამ გადამიყოლა და იცი, როგორ დავიღალე, ნეტავცოცხლობდე. მკერდი ზედადგრის ქვეშ ფილტვების ჩინჩხვერი ხრჩოლავს, ჩემი ლექსებიც, იცი, ძალო, რად დარწეულა. ორმოცი წელი დაფრენილი ლექსების გუნდი, ჩემი სხეულის საგიჟეთი გამომწყვდეულა. ვის დავეწევი, ანდა უკან საით დავბრუნდე, ჩემი აკვანი, ჩემო ძალო, რად დარწეულა. მუდამ გიგონებ, როცა ჩუმად გავხედავ ხსოვნებს, თითქოს თქვა, რუში შენი თხელი მანდილი გდია, შენი კაკლის ხე დარდით დაჰჭკნა, აღარც კი ისხამს, მხოლოდ გამხმარი ფოთლებიღა ქარში დადიან. მე გიწოდებდი არ ძალოს, მხოლოდ დედილოს, მიყვარდა შენთან შენს კალთაში სიზმრების ცქერა. დამიძახებდი, ბიჭო, მოდი, ცისმარე დილას, მეც ხომ მიყვარდა შენი სითბო და შენი კერა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი