წოწიალი
ღამით გადავყე ქალაქის ქუჩებს, შემხვდა მეძავი, სთვლემდა ლუდხანა. გვიანღა არის, ნუღარ ჩურჩულებთ, მე გავვერანდი თუ ეს ქვეყანა. გესმის? ფიქრების დიდო ხმელეთო, კმარა ოცნება, სადღაც წავედი, რომ შემხვედროდი, იცოდე, ღმერთო, ასე ჩემსავით შენც გიწამებდი. რაღათ ველოდო მაისს ან ივნისს. ხვალ მეც ბინდივით ჩავიწვერები. შთამომავლობა მე არ მომძებნის, ან ვის რათ უნდა ეს ნაწერები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი