წუთისოფლიდან უკვდავებამდე
ქარს ეფარები, ვერავინ გხედავს. სივრცეებს ნუღარ მიაცივდები. აჰყევ იმ მთების ვიწრო ხერხემალს და წუთისოფელს გადასცილდები... გასწი, ნისლებმაც თუ გაგიტყუონ, საკუთარ თვალებს ნუღარ ენდობი. იქ ლურჯი ღამე სტვენით დაგსეტყვავს, იქ ფოთლებს ქარში მოაგონდები... ქარი გააფრთხობს მზეს მიწებიდან... კუბოებს ქვები ნელა ასწევენ... მთვარე ბუხართან ყრუდ ჩაიწვება და პანაშვიდი ჩადგება მწვანედ. ო, აჰყევ, აჰყევ მთების ხერხემალს, სინათლეს მაინც ვეღარსად სწვდები. აჰყევ, არ დასძრა არსად კრინტი ხმა წუთისოფელს გადასცილდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი